Wednesday, March 29, 2017

"უცხოობაში რაა სიამე?!.."


პროექტის სახელწოდება
“უცხოობაში რაა სიამე?!..”
პროექტის მთავარი იდეა
ემიგრაცია, მისი მიზეზები და შედეგები; სამშობლოსგან მოშორებული ადამიანების განცდები.
პროექტის აქტუალობა
დღევანდელ საქართველოში მწვავედ დგას ემიგრაციის პრობლემა, მძიმე ეკონომიკური პირობების გამო უამრავი ადამიანი ტოვებს სამშობლოს და ბედის საძიებლად უცხოეთში მიდის.
პროექტის მიზნები
ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება,  ცნობილ ემიგრანტ ქართველებზე ინფორმაციის შეკრება, ფოტოგამოფენის მოწყობა,  სტატიების მომზადება,კედლის გაზეთის გამოშვება, სცენარის შექმნა და  ვიდეოფილმის გადაღება.
მოსწავლეებმა გააცნობიერონ ემიგაციის გამომწვევი მიზეზები, შეძლონ თავიანთი სამშობლოსა და სხვა ქვეყნების ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შედარება;
 განუვითარდებათ შემოქმედებითი,  კვლევითი, საპრეზენტაციო და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი
14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები
მოსწავლეები მოამზადებენ ფოტოგამოფენას, გადაიღებენ
ვიდეოფილმს ემიგრანტთა ცხოვრებაზე, გამოუშვებენ კედლის გაზეთს, ჩაწერენ ინტერვიუებს, მოაწყობენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, საჭირო ლიტერატურა, ფურცლები, ფლომასტერები, მარკერები, კალმები, სკაიპი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
I აქტივობა
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს სასწავლო პროექტის მიზნებს, უხსნის, რატომაა მნიშვნელოვანი ამ პროექტზე მუშაობა, უთითებს  ინფორმაციის წყაროებს.
II აქტივობა
ორგანიზაციული საკითხები - დავალებების მიცემა, ფუნქციების გადანაწილება.
III აქტივობა
კლასი დაიყოფა ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა კონკრეტული სამუშაო -
I ჯგუფი შეაგროვებს ინფორმაციას უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მამულიშვილებზე, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას, გამოუშვებს კედლის გაზეთს.  
II ჯგუფი იმუშავებს თემაზე “ჩვენი დროის ემიგრანტები”, ჩაწერს ინტერვიუებს  უცხოეთში მყოფ თანამემამულეებთან, მათი ოჯახის წევრებთან. განსაკუთრებით საინტერესო ისტორიებზე დაყრდნობით შექმნის სცენარს და გადაიღებს ვიდეოფილმს.
III ჯგუფი ისტ-ის დახმარებით ვირტუალურად იმოგზაურებს იმ ქვეყნებში, რომლებშიც განსაკუთრებით ბევრი ქართველი ცხოვრობს, შეისწავლის და ინფორმაციას შეკრებს ჩვენი სამშობლოსა და სხვა ქვეყნების ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე,  მოაწყობს ამ თემასთან დაკავშირებულ ფოტოგამოფენას. მასალებს კი წარმოადგენს პრეზენტაციის სახით.   
 IV აქტივობა
ბავშვები ნახავენ დოკუმენტურ ფილმ “მიწის სჯულს”, რომელიც  ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებზე გადაიღო სტუდია “გუთანმა”.  მოეწყობა ფილმის განხილვა.
V აქტივობა
ჯგუფები შეაჯამებენ შესრულებულ სამუშაოს და გააცნობენ აუდიტორიას.
VI აქტივობა
პროექტის შეფასება.
წარმოდგენილი მასალა განთავსდება ბლოგზე.
 
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია, გეოგრაფია, ისტ-ი.
პროექტის ხელმძღვანელი
მაია გვიშიანი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
makogvishiani@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
makogvishiani.blogspot.com

No comments:

Post a Comment