გაკვეთილის მსვლელობა
| ||||||||||||
I ფაზა - წაკითხვისთვის მომზადება
მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს შესასრულებელ სამუშაოს, კერძოდ, მათ ჯგუფებში უნდა წაიკითხონ ტექსტი და შეავსონ განსხვავებული სქემები, გამოკვეთონ პრობლემა, იმსჯელონ და მოძებნონ პრობლემის გადაჭრის გზები.
ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელი სვამს რამდენიმე კითხვას: კლასში გვყავს სხვა სკოლიდან გადმოსული მოსწავლე, რა მოლოდინი ჰქონდა მას, როცა ახალ ამხანაგებთან შესახვედრად ემზადებოდა? გამართლდა თუ არა მისი მოლოდინი?
მასწავლებელი აჩვენებს ტექსტს, კითხულობს სათაურს. გაახსენებს მოსწავლეებს შესწავლილ ტექსტებს, რომელთაც მსგავსი სათაური ჰქონდა, რა იყო მათში აღწერილი?
მასწავლებელი აჩვენებს სურათს, სთხოვს მოსწავლეებს , გამოთქვან ვარაუდი - რას ეუბნება მათ ეს სურათი? რა ემოციას გამოხატავს ბიჭი? მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს.
| ||||||||||||
II ფაზა _ კითხვის დროს
მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს ტექსტის შესავალ ნაწილს, კლასის გააქტიურების მიზნით სვამს შეკითხვებს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა წაკითხული. შეაჯამებს ამ ნაწილს და გადადის მომდევნო აქტივობაზე.
მოსწავლეებმა ჯგუფებში უნდა წაიკითხონ ტექსტი და შეასრულონ ძირითადი დავალებები: I ჯგუფი 4-5 წინადადებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს; II, III და IV ჯგუფები იმუშავებენ ვიზუალური სქემების შევსებაზე, ყველა ჯგუფი შეავსებს „სიტყვის პირამიდას“.
მოსწავლეები ასრულებენ დავალებას, მასწავლებელი ეხმარება მინიშნებებითა და რჩევებით. თუ რომელიმე ჯგუფი ადრე ამთავრებს სამუშაოს, შეიძლება, მიეცეს აქტივობის ბარათი.
| ||||||||||||
III ფაზა - წაკითხვის შემდეგ
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ მუშაობას, კლასის წინაშე აკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას. მოკლედ მიმოიხილავენ ნაწარმოების შინაარსს, ხსნიან უცნობ ლექსიკურ ერთეულებს, ახასიათებენ გმირს, გამოკვეთენ პრობლემას, მსჯელობენ მისი მოგვარების გზებზე.
ნამუშევრების წარმოდგენის შემდეგ იმართება მცირე დისკუსია. მასწავლებელი სვამს კითხვებს: როგორ ფიქრობთ, რატომ ქმნიან ბავშვები დაჯგუფებებს? თქვენს კლასში თუ არის დაჯგუფებები?
გაკვეთილის შესაჯამებლად მასწავლებელი სვამს კითხვებს: საინტერესო იყო თუ არა ტექსტი და მასზე მუშაობა? რატომ? რა ასწავლათ ტექსტმა?
საშინაო დავალება: მისწერეთ წერილი დიტოს, გაუზიარეთ თქვენი მოსაზრებები და ურჩიეთ, როგორ მოაგვაროს პრობლემა.
| ||||||||||||
შეფასება:
ვაფასებ ჯგუფში მოსწავლეთა ჩართულობას შემდეგი სქემის მიხედვით:
|
Wednesday, March 22, 2017
''დიტო'' - სანდრა მ. ჰამფის მიხედვით (ადაპტირებული ვარიანტი)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment