Wednesday, March 29, 2017

"უცხოობაში რაა სიამე?!.."


პროექტის სახელწოდება
“უცხოობაში რაა სიამე?!..”
პროექტის მთავარი იდეა
ემიგრაცია, მისი მიზეზები და შედეგები; სამშობლოსგან მოშორებული ადამიანების განცდები.
პროექტის აქტუალობა
დღევანდელ საქართველოში მწვავედ დგას ემიგრაციის პრობლემა, მძიმე ეკონომიკური პირობების გამო უამრავი ადამიანი ტოვებს სამშობლოს და ბედის საძიებლად უცხოეთში მიდის.

Wednesday, March 22, 2017

''დიტო'' - სანდრა მ. ჰამფის მიხედვით (ადაპტირებული ვარიანტი)


                   გაკვეთილის გეგმა
პედაგოგი: მაია გვიშიანი
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი:  VI
თემა:
“დიტო“ - სანდრა მ. ჰამფრის მიხედვით (ადაპტირებული ვარიანტი).
დრო:  45  წუთი
გაკვეთილის ამოცანები/სწავლის შედეგები (ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები)              
მოსწავლეები წაიკითხავენ მხატვრულ ტექსტს, განუვითარდებათ ტექსტის გაგება-გაანალიზების, საჭირო ინფორმაციის ამოკრეფის, დახარისხების, სქემატურად წარმოდგენის, მსჯელობის უნარი; იმუშავებენ უცნობ ლექსიკურ ერთეულებზე და ამოიცნობენ მათ კონტექსტის მიხედვით; ზეპირად და წერილობით გამოთქვამენ მოსაზრებებს პერსონაჟისა და მისი პრობლემის შესახებ.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.
ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის  მიზნობრივი ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:
  • მოსწავლეები მუშაობენ შერეულ ჯგუფებში;
  • მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად;
  • მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები და აქტივობები:  
გონებრივი იერიში, საჩვენებელი ხმამაღლა კითხვა მოსწავლეებისათვის, ჩუმი ინდივიდუალური კითხვა, ვიზუალური სქემების შევსება, დისკუსია წაკითხული ნაწარმოების მიხედვით.
 
სასწავლო მასალა და რესურსები( ტექსტი, თვალსაჩინოება, მულტიმედია, ინტერნეტრესურსი და სხვა)
ტექსტი „დიტო“, ვიზუალური სქემები, თვალსაჩინოება.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობა "ია"

                   
გაკვეთილის მთავარი         თემა
ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „ია“
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, VI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
24 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა